მომსახურების პირობები
1. ზოგადი დებულებები წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და შპს „ჯენიო სისტემს“-ს (კოდი: 400330628)(შემდგომში „Genio Builds“) შორის. ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.
2. პროდუქცია და ფასები
-
Genio Builds ყიდის მხოლოდ ორიგინალ LEGO-ს პროდუქციას.
-
ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს პროდუქციის ფასი ან გააუქმოს კონკრეტული მოდელის გაყიდვა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3. შეკვეთა და გადახდა
-
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი საკონტაქტო მონაცემები.
-
გადახდა ხორციელდება საბანკო ბარათით (Visa/Mastercard)/Apple Pay/ Google Pay
-
შეკვეთა ითვლება მიღებულად მხოლოდ გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ.
4. მიწოდების პირობები
-
მიწოდება ხორციელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
-
თბილისი: 17:00 საათამდე განთავსებული შეკვეთები მიეწოდება იმავე დღეს, მეორე დღეს 17:00 საათის შემდეგ. შაბათ-კვირას განთავსებული შეკვეთები მიეწოდება ორშაბათს 12:00 საათამდე (Wolt/Glovo ან პირადი კურიერი), რეგიონები: 3-5 სამუშაო დღე (საქართველოს ფოსტა)
-
მიწოდების სერვისის ღირებულება ემატება პროდუქტის ფასს და აისახება გადახდის გვერდზე (Checkout).
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა Genio Builds არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით ან მესამე მხარის (საკურიერო კომპანიის) შეფერხებით.
6. პერსონალური მონაცემების დაცვა თქვენი მონაცემები (სახელი, ტელეფონი, მისამართი) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.